Monday, April 15, 2019

ხელოვნების სასახლე

📢15 აპრილს, სსიპ - ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ 🌟,,ვარსკვლავების"🌟 წევრები ხელოვნების სასახლეს ეწვივნენ.❤️
ბავშვებმა დაათვალიერეს თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. მოისმინეს მუზეუმის დაარსების ისტორია. იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში, დაათვალიერეს 10 საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი საგანძურის ყველაზე გამორჩეული ექსპონატები. მათ შორის ქართლ-კახეთის მეფის, თეიმურაზ II-ის უნიკალური პორტრეტი, რომელიც წლების განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა და ცოტა ხნის წინ ლონდონიდან ჩამოიტანეს საქართველოში.
საკუთარი ხელით დაამზადეს სააღდგომო კრავი. 🐑კრავი აღდგომის ყველაზე ლამაზი და ბედნიერი სიმბოლოა. სააღდგომო კრავს ხატავდა ფიროსმანი. ძველ საქართველოში სჯეროდათ, რომ ოჯახს ის კეთილდღეობასა და ღვთის მფარველობას მოუტანდა.














No comments:

Post a Comment