წესდება


მკითხველთა კლუბ ,,ვარსკვლავების“ წესდება
ბრძანება
ქ. თბილისი                                                                                            2018 წლის  8 ოქტომბერი
სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის ბაზაზე, მოსწავლეთა     საკლუბო მუშაობის  ჩამოყალიბებისა  და  მისი წესდების დამტკიცების  შესახებ  ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გათვალისწინებით:

1.      ჩამოყალიბდეს  მკითხველთა კლუბი;
2.      დამტკიცდეს მკითხველთა კლუბის წესდება;
3.      ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
                                                    

                                                     დანართი N 1
                         
                                        მკითხველთა კლუბის წესდება
              
                                            1.ზოგადი დებულებები

      მუხლი 1. მკითხველთა კლუბის  სტატუსი

 1.მკითხველთა კლუბი (შემდგომში – სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი ,,ვარსკვლავები“) არის სკოლის ბაზაზე  ჩამოყალიბებული ორგანიზაცია,  საერთო ინტერესებისა და  მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება.
      მკითხველთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში;
                                                                                                                                                           
2. კლუბი მუშაობას წარმართავს  ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით;
3.  კლუბი იქმნება   სკოლის  სახელმწიფო ქონების  საფუძველზე და მის  კონტროლს ახორციელებს დირექცია და  სამეურვეო საბჭო, განათლების სამინისტროს  საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი  წესით;
4. კლუბს აქვს  წესდება, ლოგო, სლოგანი, ვებ–გვერდი ან გვერდი სოციალურ ქსელში.


 მუხლი 2.  მიზნებიფუნქციები ,  საქმიანობა
           
            კლუბის მიზნებია:
·         წიგნიერების განვითარება;
·         კულტურათაშორისი კომუნიკაციების ძიება;
·         კულტურათა დიალოგის წარმართვა;
·         მოსწავლის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება;
·         მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება;
·         მოსწავლეთა აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება;
·         ზეპირმეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის, სოციალური კომუნიკაციის უნარების განვითარება;
·         ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემების უნარის განვითარება;
·         ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა-განვითარება;

კლუბი გეგმავს მწერლებთან შეხვედრების ორგანიზებას, ვიზიტს  წიგნის საგამოფენო ცენტრებში, სპექტაკლებზე დასწრებას, მწერალთა სახლში ღონისძიებებზე დასწრებას, ახალი ლიტერატურის გაცნობასა და წაკითხული წიგნების განხილვას, დისკუსიების და ლიტერატურული კომპოზიციების მოწყობას.

მკითხველთა კლუბის ამოცანებია:

·         მიიღონ სიამოვნება წიგნის კითხვის დროს;
·         შეიყვარონ წიგნი;
·         სხვადასხვა ტიპის ლიტერატურის (ზღაპრები, მოთხრობები, მითები, ლექსები, საბავშვო ენციკლოპედიები, პატარა სტატიები საბავშვო ჟურნალ-გაზეთებიდან, იუმორისტული, სათავგადასავლო, ფანტასტიკური, მოგზაურობის ამსახველი მოთხრობები, ლექსები და ა.შ.) გაცნობით ირწმუნონ, რომ კითხვა არის საინტერესო და აუცილებელი;
·         შეიძინონ აქტიური მსმენელების უნარ-ჩვევები;
·         ამოიცნონ ნახატებიდან შინაარსი;
·         გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი;
·         გაიგონ, გაიაზრონ, გაანალიზონ მოსმენილი მასალა;
·         იკითხონ სიამოვნებით, კარგად გაიგონ წაკითხულის შინაარსი;
·         გაიგონ სიტყვების მნიშვნელობა სხვადასხვა კონტექსტში;
·         ისწავლონ სხვადასხვა ტიპის ტექსტების გააზრებული კითხვა;
·         აღიქვან და გაიგონ ტექსტი მთლიანად;
·         იაზროვნონ კრიტიკულად და თავისუფლად დასვან კითხვები;
·         შეძლონ ინფორმაციის ახსნა-განმარტება საკუთარ ცოდნასთან იტეგრაციის საფუძველზე;
·         დაინახონ განსხვავება რეალისტურსა და შეთხზულ ტექსტებს შორის;
·         გამოხატონ საკუთარი ემოციები და განწყობა ნაწარმოებებთან და გმირებთან დაკავშირებით;
·         თავისუფლად გაიგონ, გაიაზრონ და გაანალიზონ ნებისმიერი ტექსტი;
·         გაიგონ ტექსტის მთავარი იდეა, ძირითადი აზრი;
·         აღიქვან ნაწარმოების ან პერსონაჟის განწყობა;
·         გამოიტანონ დასკვნა საკუთარი ცოდნისა და ტექსტში მოცემული ფაქტების დაკავშირების საფუძველზე;
·         ლოგიკურად ჩამოაყალიბონ და საკუთარი აზრი გამოთქვან წაკითხულთან დაკავშირებით;
·         გაიაზრონ ტექსტი კრიტიკულად და გამოხატონ საკუთარი ემოციები და განწყობა ნაწარმოებთან დაკავშირებით;

                 
                             კლუბის წევრთა უფლება–მოვალეობანი:
   კლუბის წევრ  მოსწავლეთა უფლებები  განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით. მათ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად უფლება აქვთ  გაასაჩივრონ სკოლის  ან მასწავლებლის არასწორი ქმედებები.
      სკოლა ვალდებულია მომჩივანს მისცეს საჩივრის განხილვის საშუალება.  
   კლუბის წევრს ევალება: იყოს კორექტული, ორგანიზებული, პატივი სცეს სხვის ნააზრევს. შეასრულოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები.  

                                    კლუბის სტრუქტურა

კლუბის სტრუქტურა:  მოსწავლეები,   ლიდერი მოსწავლე, კურატორი მასწავლებელი,  მშობლები.
          
                                      ლიდერი მოსწავლე
  არჩეულია მოსწავლეთა უმრავლესობით, ერთი წლის ვადით. ხელმძღვანელობს, ორგანიზებას უწევს კლუბის საქმიანობას, ეხმარება კურატორ მასწავლებელს, ანგარიშვალდებულია კლუბის წევრთა წინაშე.

                        კლუბის კურატორი მასწავლებელი
 არის სკოლის პედაგოგი, მისი  კურატორობა არჩევითი აქტივობაა, ლიდერ  მოსწავლესთან  ერთად, ერთი წლის განმავლობაში,  ხელმძღვანელობს კლუბს, ერთვება მის საქმიანობაში, სხვადასხვა ეტაპზე.

                     დამხმარე მშობელთა ჯგუფი
ერთი წლის განმავლობაში, საჭიროებისამებრ, ეხმარება ლიდერ მოსწავლესა და კურატორ მასწავლებელს, საკლუბო მუშაობის წარმმართვაში.
  დამხმარე მშობელთა ჯგუფის წარმომადგენელთა  შვილები კლუბის აქტიური წევრები არიან. 

                   ლიდერი მოსწავლის ფუნქციები:
       ა) აკონტროლებს კლუბის საქმიანობას;
       ბ) კურატორ მასწავლებელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს, კლუბის წევრებთან;
         გ) ორგანიზებას უწევს  საკლუბო მუშაობის საქმიანობის ამსახველი ფოტო–ვიდეო და ბეჭდური  მასალების სოციალურ ქსელში განთავსებას, კურატორ მასწავლებელთან ერთად;
დ) საჭირო ინფორმაციებს აწვდის კლუბის წევრებს.

                        კლუბის კურატორი მასწავლებლის ფუნქციები:
 წლის განმავლობაში წარმართავს საკლუბო მუშაობას
საკლუბო მუშაობის დაწყებამდე სკოლის ვებ– გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსებს:
·         კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
·         კლუბის წესდება;
·         კლუბის სამუშაო გეგმა;
·         განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის.

                           საკლუბო მუშაობის პერიოდში:
სკოლის ვებ–გვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე, ან პერსონალურ გვერდზე, ეტაპობრივად ატვირთავს:
·         საკლუბო აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალას.

                  საკლუბო მუშაობის დასრულებისას:
წარმოადგენს:
·         რეფლექსიას საკლუბო მუშაობაზე
ა) მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა;
ბ)რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად;
რომელი ვერ განხორციელდა და რატომ;
გ)რომელ კომპონენტში იყო საკლუბო მუშაობა ყველაზე წარმატებული და რატომ;
დ)რა სარგებელი მიიღეს კლუბში გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა;
ე)რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ;
ვ)მოხდა თუ არა მუშაობის პროცესში აქტივობების დამატება და ან მოდიფიცირება და რატომ;
ზ)რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორციელებისას.


·   მოსწავლეებისა და მშობლების შეფასებას.



No comments:

Post a Comment