განცხადება


განცხადება
    სსიპ ქალაქ თბილისის  N167 საჯარო სკოლის ბაზაზე, იქმნება მკითხველთა კლუბი ,,ვარსკვლავები“, რომელიც აქტივობებს განახორციელებს 2018-2019  სასწავლო წლის განმავლობაში. 
        მკითხველთა კლუბი (შემდგომში – სსიპ ქალაქ თბილისის  N167 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი ,,ვარსკვლავები“) არის სკოლის ბაზაზე  ჩამოყალიბებული ორგანიზაცია,  საერთო ინტერესებისა და  მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება.
      მკითხველთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში.  
      მკითხველთა კლუბის  მთავარი მიზნები:

·         წიგნიერების განვითარება;
·         კულტურათაშორისი კომუნიკაციების ძიება;
·         კულტურათა დიალოგის წარმართვა;
·         მოსწავლის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება;
·         მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება;
·         მოსწავლეთა აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება;
·         ზეპირმეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის, სოციალური კომუნიკაციის უნარების განვითარება;
·         ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემების უნარის განვითარება;
·         ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა-განვითარება;


კლუბი გეგმავს მწერლებთან შეხვედრების ორგანიზებას, ვიზიტს  წიგნის საგამოფენო ცენტრებში, სპექტაკლებზე დასწრებას, მწერალთა სახლში ღონისძიებებზე დასწრებას, ახალი ლიტერატურის გაცნობასა და წაკითხული წიგნების განხილვას, დისკუსიების და ლიტერატურული კომპოზიციების მოწყობას.

მკითხველთა კლუბის ამოცანებია:

·         მიიღონ სიამოვნება წიგნის კითხვის დროს;
·         შეიყვარონ წიგნი;
·         სხვადასხვა ტიპის ლიტერატურის (ზღაპრები, მოთხრობები, მითები, ლექსები, საბავშვო ენციკლოპედიები, პატარა სტატიები საბავშვო ჟურნალ-გაზეთებიდან, იუმორისტული, სათავგადასავლო, ფანტასტიკური, მოგზაურობის ამსახველი მოთხრობები, ლექსები და ა.შ.) გაცნობით ირწმუნონ, რომ კითხვა არის საინტერესო და აუცილებელი;
·         შეიძინონ აქტიური მსმენელების უნარ-ჩვევები;
·         ამოიცნონ ნახატებიდან შინაარსი;
·         გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი;
·         გაიგონ, გაიაზრონ, გაანალიზონ მოსმენილი მასალა;
·         იკითხონ სიამოვნებით, კარგად გაიგონ წაკითხულის შინაარსი;
·         გაიგონ სიტყვების მნიშვნელობა სხვადასხვა კონტექსტში;
·         ისწავლონ სხვადასხვა ტიპის ტექსტების გააზრებული კითხვა;
·         აღიქვან და გაიგონ ტექსტი მთლიანად;
·         იაზროვნონ კრიტიკულად და თავისუფლად დასვან კითხვები;
·         შეძლონ ინფორმაციის ახსნა-განმარტება საკუთარ ცოდნასთან იტეგრაციის საფუძველზე;
·         დაინახონ განსხვავება რეალისტურსა და შეთხზულ ტექსტებს შორის;
·         გამოხატონ საკუთარი ემოციები და განწყობა ნაწარმოებებთან და გმირებთან დაკავშირებით;
·         თავისუფლად გაიგონ, გაიაზრონ და გაანალიზონ ნებისმიერი ტექსტი;
·         გაიგონ ტექსტის მთავარი იდეა, ძირითადი აზრი;
·         აღიქვან ნაწარმოების ან პერსონაჟის განწყობა;
·         გამოიტანონ დასკვნა საკუთარი ცოდნისა და ტექსტში მოცემული ფაქტების დაკავშირების საფუძველზე;
·         ლოგიკურად ჩამოაყალიბონ და საკუთარი აზრი გამოთქვან წაკითხულთან დაკავშირებით;
·         გაიაზრონ ტექსტი კრიტიკულად და გამოხატონ საკუთარი ემოციები და განწყობა ნაწარმოებთან დაკავშირებით;

 კლუბს უხელმძღვანელებს ლიდერი მოსწავლე და კურატორი მასწავლებელი.
  
  კლუბის წევრობის მსურველები გაერთიანდით სოციალურ ქსელში (facebook), ჯგუფის სახელწოდებაა: მკითხველა კლუბი ,,ვარსკვლავები“.          
   

   მკითხველთა კლუბ  ,,ვარსკვლავების“  კურატორი,
სსიპ ქალაქ თბილისის  N167 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი: ბელა ნავდარაშვილი
                                                    
                                       2018 წელი

No comments:

Post a Comment