წლის განმავლობაში
საკლუბო მუშაობის წარმართვა
რეფლექსია
2018-2019 სასწავლო წლის ოქტომბერში სსიპ ქალაქ
თბილისის N167 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა მკითხველთა კლუბი ,,ვარსკვლავები“, რომლის
დაარსებისთანავე განთავსდა ინფორმაციები:
ინფორმაცია კლუბის
შესახებ ყველა დაინტერესებული პირისთვის დროულად იყო ხელმისაწვდომი.
პირველ შეხვედრაზე მსურველებმა შეავსეს განაცხადის
ფორმები. კლუბში გაწევრიანდა 29 მოსწავლე. ვისაუბრეთ მკითხველთა კლუბის მნიშვნელობაზე
და ავირჩიეთ კლუბის ლიდერი მოსწავლე, რომელიც ჩემთან, კლუბის კურატორ მასწავლებელთან
ერთად კოორდინაციას უწევდა მთელი წლის განმავლობაში კლუბის მუშაობას.
მოსწავლეებს ვეხმარებოდი იდეების რეალიზებაში. კლუბის
წევრებთან ერთად ვგეგმავდი აქტივობებს. გამოყენებული
მეთოდები და აქტივობები ემსახურებოდა მიზნის
მიღწევას. მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს, ჩემს მიერ მიცემული ინსტრუქციები მათთვის
იყო გასაგები. კეთილგანწყობილი უსაფრთხო გარემო დაფუძნებული იყო თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე,
რომელიც ქმნიდა ნიადაგს ურთიერთთანამშრომლობისათვის.
ვფიქრობ,
მთლიანობაში მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით განსაზღვრულ შედეგებს, რასაც ადასტურებს
მათი ნამუშევრები. ჩართულობის მაღალი ხარისხი
კი უფლებას მაძლევს აღვნიშნო, რომ წლის განმავლობაში
საკლუბო მუშაობა საკმაოდ ინტერაქტიული და საინტერესო იყო.
2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში ბლოგზე და
სოციალური ჯგუფის გვერდზე ეტაპობრივად იტვირთებოდა წარმატებით განხორციელებული საკლუბო
აქტივობების და ღონისძიებების ამსახველი ფოტო-მასალა:
1.
ღონისძიება მწერალთა სსახლში ,,დამწერლობა და წიგნები"
13 ოქტომბერს მკითხველთა კლუბი ,,ვარსკვლავები" მწერალთა სახლში დაესწრო ღონისძიებას ,,დამწერლობა და წიგნები".
შეხვედრაზე საუბარი
იყო
შემდეგ
საკითხებზე:
როგორი
იყო
პირველი
დამწერლობა,
დამწერლობის
რა
ტიპები
არსებობს
და
როგორ
შეიქმნა
პირველი
ანბანი,
როგორ
ვითარდებოდა
ქართული
დამწერლობა,
როგორი
იყო
პირველი
წიგნები
და
როდის
დაიწყო
წიგნის
ბეჭდვა. შეხვედრას უძღვებოდა საბავშვო მწერალი ვასო გულეური.
2.
გამოფენა
,,ნეტავ შემოდგომა
ვიქნებოდე"
13 ოქტომბერს მკითხველთა კლუბი ,,ვარსკვლავები" დაესწრო ,,კაფე კალასში" თაფლო ზარიძის ნამუშევრების გამოფენას ,,ნეტავ შემოდგომა ვიქნებოდე"
3.
შეხვედრა მწერალთან
26 ოქტომბერს სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის II /
ბ კლასში მკითხველთა კლუბ ,,ვარსკვლავების“ ფარგლებში მოვიწვიეთ მწერალი თაფლო
ზარიძე. მან მოსწავლეებს წაუკითხა მოთხრობები. შეხვედრა სადისკუსიო ფაორმატში
წარიმართა.
4.
ხელნაკეთი წიგნები
13 ნოემბერს მკითხველთა კლუბ ,,ვარსკვლავების“
წევრებმა დაამზადეს ხელნაკეთი წიგნები, წარმოადგინეს გამოფენა და გაუზიარეს
ერთმანეთს შთაბეჭდილებები.
5.
ვასილ გულეურის შემოქმედების გაცნობა
მოსწავლეებმა წაიკითხეს ვასილ გულეურის მოთხრობები და ლექსები. ფორმატის ქაღალდზე დახატეს ილუსტრაციები, დაწერეს ლექსები და წარუდგინეს კლუბის წევრებს.
6.
ლიტერატურული
კომპოზიცია
და
გამოფენა
7 დეკემბერს, სსიპ - ქალაქ თბილისის
N167 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ ,,ვარსკვლავების“ წევრებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია
და გამოფენა.
7.
ლიტერატურული კომპოზიცია ,,საახალწლო", გამოფენა და ,,საიდუმლო სანტას" პრეზენტაცია
27 დეკემბერს, სსიპ - ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ ,,ვარსკვლავების“ წევრებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია ,,საახალწლო" გამოფენა და ,,საიდუმლო სანტას"
პრეზენტაცია.
29 იანვარს, სსიპ
- ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის
მკითხველთა
კლუბ
,,ვარსკვლავების'' წევრებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია გივი ჩიღვინაძის ლექსებით ,,თოვლიანი ტყის ამბები'' და ,,ჩვენი ტყის ბიბლიოთეკა''.
9.
მწერალთან შეხვედრა
7 თებერვალს, სსიპ - ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ ,,ვარსკვლავების“ ⭐️ წევრებმა სკოლაში მოიწვიეს საბავშვო წიგნების ავტორი გივი ჩიღვინაძე და
წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია📚 და გამოფენა.
10.
წიგნის პრეზენტაცია
14 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გივი ჩიღვინაძის ახალი საბავშვო წიგნის „მთებისა და ტყეების ამბების“ პრეზენტაცია.
სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის II/ბ კლასის მკითხველთა კლუბი ,,ვარსკვლავები" მიწვეულნი იყვნენ წიგნის პრეზენტაციაზე, სადაც წაიკითხეს გივი ჩიღვინაძის ლექსები ,,თოვლიანი ტყის ამბები" და ,,ჩვენი ტყის ბიბლიოთეკა".
სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის II/ბ კლასის მკითხველთა კლუბი ,,ვარსკვლავები" მიწვეულნი იყვნენ წიგნის პრეზენტაციაზე, სადაც წაიკითხეს გივი ჩიღვინაძის ლექსები ,,თოვლიანი ტყის ამბები" და ,,ჩვენი ტყის ბიბლიოთეკა".
11.
9
აპრილი
10 აპრილს სსიპ - ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ ,,ვარსკვლავების“ წევრებმა წარმოადგინეს გამოფენა ,,9 აპრილი''.
12.
ხელოვნების სასახლე
15 აპრილს, სსიპ
- ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ ,,ვარსკვლავების" წევრები ხელოვნების სასახლეს ეწვივნენ.
ბავშვებმა დაათვალიერეს თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. მოისმინეს მუზეუმის დაარსების ისტორია. იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში, დაათვალიერეს 10 საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი საგანძურის ყველაზე გამორჩეული ექსპონატები. მათ შორის ქართლ-კახეთის მეფის, თეიმურაზ II-ის უნიკალური პორტრეტი, რომელიც წლების განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა და ცოტა ხნის წინ ლონდონიდან ჩამოიტანეს საქართველოში.
საკუთარი ხელით დაამზადეს სააღდგომო კრავი. კრავი აღდგომის ყველაზე ლამაზი და ბედნიერი სიმბოლოა. სააღდგომო კრავს ხატავდა ფიროსმანი. ძველ საქართველოში სჯეროდათ, რომ ოჯახს ის კეთილდღეობასა და ღვთის მფარველობას მოუტანდა.
13.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული
სსიპ - ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ ,,ვარსკვლავების“ წევრებმა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით წარმოადგინეს პრეზენტაციები და გამოფენა.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით წარმოადგინეს პრეზენტაციები და გამოფენა.
14.
ლიტერატურული კომპოზიცია ,,საქართველო''
24 აპრილს სსიპ - ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ ,,ვარსკვლავების“ წევრებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია ,,საქართველო''.
15.
ლიტერატურული კომპოზიცია და გამოფენა ,,ქართული ენა''
3 მაისს სსიპ - ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ ,,ვარსკვლავების“ წევრებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია და გამოფენა ,,ქართული ენა'' .
16.
სხვადასხვა ავტორის წიგნების პრეზენტაციები
17 მაისს სსიპ - ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ ,,ვარსკვლავების“ წევრებმა წაიკითხეს სხვადასხვა ავტორების წიგნები და წარმოადგინეს პრეზენტაციები.
17.
ისტორიული ამბები
სსიპ - ქალაქ თბილისის N167
საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ ,,ვარსკვლავების“ წევრებმა 23 მაისს წაიკითხეს საქართველოს სხვადასხვა ისტორიული ძეგლის შესახებ ინფორმაცია, წარმოადგინეს პრეზენტაციები და გამოფენა.
18.
ლიტერატურული კომპოზიცია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
30 მაისს სსიპ - ქალაქ თბილისის N167
საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ ,,ვარსკვლავების“ წევრებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია.
19.
ღონისძიება ,,საბავშვო პოეზიის დღე" მწერალთა სახლში
1 ივნისს სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ ,,ვარსკვლავების" წევრები მწერალთა სახლში დაესწრნენ ღონისძიებას ,,საბავშვო პოეზიის დღე"
და წაიკითხეს ლექსები.
No comments:
Post a Comment